23 დეკემბერი 2024,   20:21
ვრცლად
1 გარდაცვლილი, 3 დაშავებული - ფილარმონიის მიმდებარედ აფეთქება მოხდა

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარედ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია კიდევ 3 ადამიანი. ისინი ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს. 

ერთ-ერთი დაშავებული, წინასწარი ინფორმაციით, კლუბ "დეჟავუს" მენეჯერია. 

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, მუშებს, რომლებიც კონდიცირების სისტემის გასამართად მუშაობდნენ, ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. 

ამ დროისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური ლენტით აქვს შემოსაზღვრული და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები