24 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზიის არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც "რუსთავი 2-ს" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა უთხრა, აღებული ნიმუშებიდან კოვიდ ინფექცია არცერთს არ აღმოაჩნდა.

ვახო ხუზმიაშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულ თანამშრომელთან უშუალო შემხებლობაში მყოფი რამდენიმე პირი კარანტინში რჩება.

ხუზმიაშვილის განცხადებითვე, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური მუშაობას, სავარაუდოდ, ხვალიდან განაახლებს.

"არცეთ თანამშრომელს, რომელსაც ტესტი ჩაუტარდა ვირუსი არ დაგვიდასტურდა. დღეს გვექნება თათბირი და მაუწყებელი, სავარაუდოდ, ხვალიდან აღადგენს მუშაობას, ალბათ ჯგუფებად გადავნაწილდებით, დღის ბოლოს გვეცოდინება ზუსტად,"-განაცხადა "რუსთავი 2-თან" საუბარში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.

როგორც ცნობილია, აჭარის ტელევიზიის კადრების თანამშრომელს კოვიდ-19 ორი დღის წინ დაუდგინდა, რის გამოც მაუწყებელმა გუშინ მუშაობა შეწყვიტა. აჭარის ტელევიზიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

დღის ამბები