07 სექტემბერი 2026,   02:49
ვრცლად
კახეთში 41 წლის მამაკაცის მკვლელს ისევ ეძებენ

კახეთში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
41 წლის მამაკაცს, ტაქსით მგზავრობის დროს, უკანა სავარძელზე მჯდომმა მისივე ნაცნობმა გადაჭრილი სანადირო თოფით 2 ტყვია ესროლა.

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, დაპირისპირება მანქანის შესყიდვას უკავშირდება. თუმცა ეჭვმიტანილის მამა ირწმუნება, რომ მანქანის პატრონს მისი შვილის ვალი ჰქონდა.

უკვე გამოკითხულია მომხდარის უშუალო მოწმე - ტაქსის მძღოლი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები