გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
სასამართლოს წინაშე არასრულწლოვნები წარსდგებიან. იგეგმება პროკურატურის მოწმეების, მათ შორის ანა გაბეჩავას გამოკითხვა. დეტალური ინფორმაცია ადვოკატებს ამ ეტაპზე არ აქვთ.
ისინი არც შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ დღემდე გამოკითხულმა 20-მდე მოწმემ დაკავებულთა დანაშაულის დამტკიცება ვერ შეძლო და დარწმუნებული არიან, რომ ასეც გაგრძელდება.