აჭარა, როგორც საქართველოში "კოვიდ-19"-ის ყველაზე ცხელი წერტილი, ახალი რეგულაციების მიზეზი გახდა.
ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო, ბათუმსა და ქობულეთში საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 15 სექტემბრის ნაცვლად 1 ოქტომბერს დაიწყება.
სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მისვლამდე კი, მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო პროცესში დისტანციურად ჩაერთვებიან.
12-ის ნაცვლად სავალდებულო კარანტინი 8 დღიანი ხდება - ეს გადაწყვეტილებაც საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
რისკის მატარებელ მოქალაქეებს მერვე დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი საკარანტინო სივრცეს დატოვებენ.