19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ტანსაცმლიდან, სხეულიდან და მობილური ტელეფონებიდან წაშლილი კვალი - შაქარაშვილის საქმის პროკურორი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა ნაწილი განადგურებულია

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი მიიჩნევს, რომ 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში მტკიცებულებების ნაწილი განადგურებულია. მიკრონაწილაკური ექსპერტიზის თანახმად, ტანსაცმლიდან, სხეულიდან და მობილური ტელეფონებიდან წაშლილია კვალი. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილი შაქარაშვილის ფრჩხილის ანაწმენდებში ბრალდებულების გენეტიკური პროფილი არ ფიქსირდება და პირიქით, დაკავებულების ტანსაცმელზე არ ჩანს შაქარაშვილის დნმ. ექსპერტიზა ვერ ჩაუტარდა გარდაცვლილი ფეხბურთელის პერანგს. დასკვნაში წერია, რომ ამის მიზეზი ფეხბურთელის ცხედრის 4 დღე წყალში ყოფნა გახდა.

პროკურატურა განმარტავს, რატომ არ ამოვიდა ბრალდებულებზე არც შაქარაშვილის და არც ერთმანეთის მიკრონაწილაკები.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ექსპერტიზის ახალ დასკვნას ბრალდებულების ადვოკატები ეხმაურებიან. მათი თქმით, ექპერტიზის ეს დასკვნა ადასტურებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა არ ჰქონიათ.  საქმის პროკურორის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა დაკავებულების ბრალეულობას არ გამორიცხავს.

დღის ამბები