17 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
სამეგრელოში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელოში, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა შორისაა სენაკელი ექიმი, რომელიც ფოთის სასწრაფო დახმარების ცენტრშიც მუშაობს, ასევე, მარტვილელი და-ძმა ბათუმში მოგზაურობის ისტორიით და ფოთში მცხოვრები მეხანძრე-მაშველი. მათი კონტაქტების ნაწილი მოკვლეულია, რომელთაგან კარანტინსა და თვითიზოლაციაშიც არიან გადაყვანილები.

მათ გარდა, რუხის კლინიკაში სხვადასხვა რეგიონიდან ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ.

"რეგიონში გვყავს 4 კოვიდ ინფიცირებული. სენაკის ექიმის შემთხვევა, არის ფოთის მაშველის შემთხვევა და მარტვილში და-ძმა არიან ინფიცირებულები. სენაკის შემთხვევაში გამოვლენილი არის 45 კონტაქტი, დადგენილია მარტვილის შემთხვევაში 31 კონტაქტი, ფოთის შემთხვევაში 45 კონტაქტი. აღებულია ბიოლოგიური ნიმუშები და ველოდებით პასუხს," - ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ თორია. 

დღის ამბები