აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-ით გაიზარდა. მათგან 7 ე.წ. ხოფის ბაზრობის კლასტერს უკავშირდება, სადაც ამ დრომდე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. სამი პირი დაინფიცირდა შემოსავლების სამსახურში, ხოლო 5 პირი დაინფიცირდა ბათუმის სამშობიარო სახლში.
მეოთხე დღეა, ეპიდემიოლოგები ვერ ადგენენ ერთ-ერთი პედაგოგის შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენას ცდილობენ. რაც შეეხება იუსტიციის სახლს, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვილნდა, დილიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.
"გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა 25 შემთხვევა. მათ შორის ე.წ. ხოფის სავაჭრო ცენტრს უკავშირდება 7 შემთხვევა, ეს არის ორი თანამშრომელი და 5 დადასტურებული შემთხვევის ოჯახური კონტაქტი. ასევე, იუსტიციის სახლის დადასტურებული შემთხვევის სამი ოჯახური კონტაქტი, დანარჩენი გახლავთ ერთეული შემთხვევები და მათ შორის არის სამშობიარო სახლის თანამშრომელი. ყველა ამ ლოკაციებზე და მინი კლასტერები რომელიც არის, მიმდინარეობს ეპიდ კვლევა,“ - ამბობს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი.