ოკუპირებული აფხაზეთიდან რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მოათავსეს.
კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, მას კორონავირუსიზე ტესტმა სუსტად დადებითი დაუდგინა, თუმცა მხოლოდ მეორედ გატესტვის შემდეგ გახდება ცნობილი, აქვს თუ არა ახალი ვირუსი პაციენტს.
ამ ეტაპზე რუხში "კოვიდ-19"-ით 19 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან 11 სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, ნაწილი კი ცაგერიდან, ქუთაისიდან და გურიიდანაა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.