20 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
"კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა ბათუმში, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას განცხადებით, უნივერსიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. 

"უნივერსიტეტი არის სუფთა, ვართ სამუშაო რეჟიმში, არაფერი არ ხდება. შეგიძლიათ, მობრძანდეთ და ნახოთ რა სიტუაციაა. ჩვენთან აბსოლუტურად ჯანსაღი სიტუაციაა,"-განაცხადა კახა შენგელიამ. 

დღის ამბები