19 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
საცხოვრებელი სახლი საავტომობილო გზაზე - მერია უკანონო მშენებლობით მედიაში კადრების გავრცელების შემდეგ დაინტერესდა
ბათუმში საცხოვრებელი სახლი საავტომობილო გზაზე ააშენეს. სამსართულიან შენობას, ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე საფეხმავლო გზასთან ერთსად საავტომობილო გზის ნაწილიც დაკავებული აქვს.
 
შენობის მფლობელები ამტკიცებენ, რომ მიწა, რომელზეც საცხოვრებელი სახლი სამი წლის წინ ააშენეს, კერძო საკუთრებაა. მიუხედავად იმისა, რომ სახლი მერიის ნებართვის გარეშე აშენდა, მესაკუთრეები ნაგებობის დემონტაჟს არ აპირებენ.
 
ქალაქის მერია უკანონო მშებლობასთან დაკავშირებით მედიასივრცეში კადრების გავრცელების შემდეგ დაინტერესდა და მეპატრონე 6 000 ლარით დაჯარმდა. მუნიციპალურ სამსახურში სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობენ და წერილობით განცხადებას ავრცელებენ. 
 
მოახდენს თუ არა მერია მარუხის ქუჩაზე არსებული სამსართულიანი შენობის დემონტაჟს, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. მუნიციპალურ სამსახურს დავის გაგრძელება, სავარაუდოდ, სასამართლოში მოუწევს.
დღის ამბები