17 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში ადგილობრივი მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ

სამეგრელოში, "ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე მომხდარ ინციდენტში, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პირები ვინც ინციდენტში მონაწილეობდა, ზუგდიდის მერიის "აიპების" თანამშრომლები არიან.

"რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ რომ მას ძალიან ეშინია ჩვენი სიძლიერის, ძალიან ეშინია გეომეტრიულად მზარდი ძალა "ლელოსი", მოგვიგზავნა "აიპის" თანამშრომლები და შეეცადნენ, ცრუ ბრალდებებით, რაც ბოლო წლებში ისმის ჩემს მიმართ და ბოლო თვეებში ამის საფუძველზე უნდოოდათ პროვოკაციის მოწყობა,"- განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ. 

ზუგდიდში, "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე დაპირისპირება დღეს მოხდა. მამუკა ხაზარაძესა და მის თანაპარტიელებს რამდენიმე ადგილობრივი დახვდა და მას კითხვები დაუსვეს. როგორც ისინი ამბობენ, ეროვნულ მოძრაობას წარმოადგენენ და მამუკა ხაზარაძე, მათი მტკიცებით, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ებრძოდა.

დღის ამბები