ევაკუაცია ზუგდიდის ერთ-ერთი კორპუსიდან - ცეცხლი დენის მრიცხველებს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა მალევე შეძლეს, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ადგილობრივები საკუთარი ბინებიდან გამოიყვანეს.
მომხდარის მიზეზს იკვლევენ სამართალდამცველები. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.