19 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას COVID-19-ის დიაგნოზით კიდევ 3 პაციენტი დაემატა, მათ შორის დედა-შვილი აჭარის რეგიონიდან

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ სამი პაციენტი დაემატა. ორი პაციენტი, დედა-შვილი აჭარის, ერთი კი ქუთაისის კლასტერია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ. კლინიკაში ამ ეტაპზე 17 პაციენტი ჰყავთ.

დღის ამბები