სამტრედიაში, "ლელოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გივი ჯულაყიძეს ავტომობილი დაუზიანეს.
ინფორმაციას გივი ჯულაყიძე ავრცელებს და მომხდარს პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
მისი თქმით, შემთხვევა ღამის საათებში პარტიის ოფისის წინ მოხდა. დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა, პოლიციაში თავადვე დარეკა, რის შემდეგაც მანქანა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
"ამ ყველაფერს ჩემს აქტივობებს ვუკავშირებ, არ მოსწონთ სამტრედიაში მოსახლეობა მხარს რომ გვიჭერს,"- განაცხადა გივი ჯულაყიძემ.
საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა.