17 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ხათუნა გოგორიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მიწების არალეგალურად გაყიდვაში სდებს ბრალს

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ხათუნა გოგორიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მიწების არალეგალურად გაყიდვაში დასდო ბრალი. მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში, საჯარო აუქციონებისა და ელექტრონული ტენდერების საშუალებით, ზღვისპირა ზოლში მიწები რამდენიმე თეთრად გასხვისდა.

ტენდერებში უმეტესად ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და ხშირად მყიდველები ერთი და იგივე ჩინოვნიკები და მათი ნათესავები იყვნენ.

"ოზურგეთის "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები დაკავებული არიან მოასწრონ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება, მოასწრონ ქონების დაგროვება და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერ ამაზე არის პასუხისმგებელი მერაბ ჭანუყვაძე, "ქართული ოცნების" დღევანდელი თავმჯდომარე, ყოფილი მერი. ის და მისი გარშემომყოფები სარგებლობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და ინაწილებდნენ და იტაცებდნენ სახელმწიფო ქონებას. ეს არის ადამიანების ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" მდივანმა ხათუნა გოგორიშვილმა.

თავის მხრივ, ოზურგეთის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ალეკო მამეშვილი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეკვეთილის ტერიტორიაზე მიწები არ გაყიდულა.

დღის ამბები