07 სექტემბერი 2026,   03:18
ვრცლად
შსს-მ გალში მცხოვრები ბიზნესმენის ჯემალ სოსელიას გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ გალში მცხოვრები ბიზნესმენის ჯემალ სოსელიას გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყებამ გამოძიება სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც აფხაზურ მედიაში დაიწერა, რომ გატაცებული, შესაძლოა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰყავდეთ. 

ფაქტს საქართველოს შს სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტი 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

ჯემალ სოსელია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ინფორმაციით, 5 სექტემბერს, ენგურჰესის მიმდებარედ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გაიტაცეს.

 

დღის ამბები