"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა გორი-კასპის ოლქში, დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მათი ხიდისთავის ზონის კოორდინატორს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაემუქრნენ.
ლევან თარხნიშვილი კონკრეტულ გვარებს - ნონიკაშვილსა და ლუკაშვილს ასახელებს და მოუწოდებს მათ, ზეწოლა შეწყვიტონ.
თავად კოორდინატორი კი ამბობს, რომ მას ზოგადი ტექსტით შეუთვალეს მუქარა, და ვარაუდობს, რომ ეს "ქართული ოცნების" წევრებისგან იყო. ხოლო ვინაა მუქარის კონკრეტული ავტორი არ იცის.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი გორში კი, მუქარის შემთხვევას სრულიად გამორიცხავს.