საპარლამენტო არჩევნებისთვის "ევროპულმა საქართველომ" დღეს სამცხის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ბორჯომში წარადგინა.
პარტიის სახელით კენჭს ზურაბ ჩილინგარაშვილი იყრის, რომელიც წარმოშობით ადიგენიდან არის. ის იყო ადიგენის გამგებელი და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში. დავით ბაქრაძემ ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.