17 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"ლელო" მმართველ გუნდს აჭარაში ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" მმართველ გუნდს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს -"ლელო"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაღალმთიან აჭარაში, ჯამბულ ხოზრევანიძე აცხადებს, რომ გუშინ ანზორ ბოლქვაძის შტაბში სატვირთო ავტომობილებიდან დიდი რაოდენობით სურსათი იტვირთებოდა და "ქართული ოცნების" წევრი ბოლქვაძე აპირებს მოსახლეობა სურსათის დარიგებით მოისყიდოს.

"ლელო"-ში თქვეს, რომ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა "ლელო"-ს ერთ-ერთმა აქტივისტმა გადაიღო. ჯამბულ ხოზრევანიძე მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ ამ ფაქტით.

დღის ამბები