07 სექტემბერი 2026,   12:53
ვრცლად
კორონავირუსის 158 ახალ შემთხვევა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, ძალიან მყისიერი ქმედებები განხორციელდა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 158 ახალი შემთხვევა პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება სწრაფად მოხდა.

"ეს მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, ძალიან მყისიერი ქმედებები განხორციელდა, სწრაფად მოხდა კონტაქტების მოძიება და ლოკალიზებისკენ მივდივართ, ეს ციფრი ნუ შეგვაშინებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულაციები არ დავიცვათ, რეგულაციები უნდა გავამკაცროთ საკუთარი თავის მიმართ,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები