10 სექტემბერი 2026,   11:09
ვრცლად
ხმაური წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ გზაზე - ბანოჯას მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა

წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ გზაზე გამართულ აქციას ხმაური მოყვა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა.

მოსახლეობამ სოფლის გზის გაკეთების მოთხოვნით მესამე აქცია, ამჯერად უკვე ცენტრალურ გზაზე გამართა. მათი თქმით, გზა დაზიანებულია, გადაადგილებას ვერ ახერხებენ და ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს.

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, თუ წყალტუბოს მერია რეაგირებას არ მოახდენს, აქცია მერიის შენობასთან გაიმართება.

დღის ამბები