10 სექტემბერი 2026,   11:08
ვრცლად
კორონავირუსი ენგურჰესის კიდევ 9 თანამშრომელს დაუდასტურდა

ენგურჰესის კიდევ 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრები არიან, მათ გარდა Covid 19 დაუდგინდა საბერიოში მცხოვრებ კიდევ 5 პირს. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული გალიდან წამოიყვანენ და საავადმყოფოებში გადაანაწილებენ.  

სულ ამ ეტაპზე საბერიოს კლასტერის 46 ინფიცირებული პირია გამოვლენილი, მათგან 5 რუხის კლინიკაში მკურნალობს. ენგურჰესში კი ტესტირების პროცესი გრძელდება. დღესვე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საბჭოს წევრებმა მითითებები მიიღეს.

დღის ამბები