06 სექტემბერი 2026,   23:38
ვრცლად
ბათუმში იუსტიციის სახლი მუშაობას დღეიდან განაახლებს

ბათუმის იუსტიციის სახლი დღეიდან მუშაობას განაახლებს. მომხმარებლები სერვისებს კვლავ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მიიღებენ.

ისინი მომსახურების სივრცეში, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, მხოლოდ პირბადით დაიშვებიან.

წინასწარი დაჯავშნის გარეშე მხოლოდ გარდაცვალების მოწმობის მიღება იქნება შესაძლებელი.

ბათუმის იუსტიციის სახლის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია სრულად განხორციელდა.

თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას კოვიდინფექციაზე ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა - სამი შემთხვევის გარდა, ინფიცირების სხვა ფაქტები არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები