06 სექტემბერი 2026,   23:38
ვრცლად
კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია - კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. რეგიონში 40 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებელი 300 ათასი ტონის ფარგლებშია.

"დღე-ღამური გადამუშავების რაოდენობამ 7-8 ათას ტონას მიაღწია, რაც იმის მანიშნებელია, რომ რთველი უკვე პიკურ პერიოდში შევიდა. მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ქარხნებთან რიგები, თუმცა ჩვენი შტაბი ჩართულია და კოორდინირებას უწევს ამ ყველაფერს," - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

მიმდინარე წელს, პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს.

დღის ამბები