28 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
სოფელ მატანში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო - კარვების დადგმა 11 ახალი შემთხვევის გამოვლენას უკავშირდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო.
"კურიერის" ინფორმაცით, სოფლის შესასვლელ-გასასვლელში კარვების დადგმა, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევის გამოვლენას უკავშირდება. 

ადგილზე უკვე იმყოფებიან მედიკოსები. პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით იგეგმება ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება.
ამის პარალელურად  ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დაინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობს. 

ცნობისთვის, სოფელ მატანში covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა 11 სექტემბერს გამოვლინდა.

სავარაუდოდ, ინფიცირების წყარო ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც 5 სექტემბერს ქორწილი გორში ჰქონდა, რის შემდეგაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და კორონავირუსის დაუდასტურდა.

დღის ამბები