06 მაისი 2024,   17:49
ვრცლად
აჭარაში COVID-19-ის გავრცელება საზოგადოების ფენებში არის გასული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი

უკვე მესამე დღეა საქართველოში "კოვიდ-19"-ის დღიური მაჩვენებელი სამნიშნა რიცხვით აღირიცხება. დღეს მსოფლიოში გავრცელებულმა ინფექციამ საქართველოში თავისივე რეკორდი მოხსნა და სიმპტომები 165 ადამიანზე გამოავლინა.

ისევ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა აჭარაში, სადაც ახალი დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა მოდის. ზღვისპირა რეგიონში 108 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში აქტიურად დაიწყო შიდა გავრცელების პროცესი და მაჩვენებელი სწორედ ამას უკავშირდება.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დასრულდა 2 500-ზე მეტი ტესტი. მათ შორის დადასტურებული გახლავთ 108 შემთხვევა. კარვებსა და პოლიკლინიკებში 2300-მდე ტესტი იქნა ჩატარებული. ჰოსპიტალურ ქსელში ამ დროისთვის არის 238 პაციენტი. საკარანტინო, კოვიდ სივრცეში გადაყვანილია 97 უსიმპტომო პირი.

კლასტერული ხედვა აღარ არის, იმიტომ, რომ გავრცელება საზოგადოების ფენებში არის გასული," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა. 

"დილისთვის გვყავს 147 კოვიდიინფიცირებული. აქედან 59-ს აღენიშნება პნევმონია. მათზე მიმდინარეობს ანტივირუსული თერაპია. 7 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. 8-დან 4 პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. 4 ძველი პაციენტის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. არცერთი პაციენტი არ გვყავს აპარატულ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა," - აღნიშნა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმმა გია კიკაბიძემ.

დღის ამბები