"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან პერფორმანსი მოაწყვეს და საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ბერდია ლომიძეს ხინკალი მიუტანეს.
როგორც ისინი ამბობენ, ამ ჟესტით მას არაკომპეტენტურობა, ახლო წარსული და მმართველ პარტიაში მისი მთავარი ფუნქცია შეახსენეს, როცა ის კაფე-ბარიდან პარტიაში "ქართული ოცნების" წევრებისთვის ხინკალს დაჰქონდა.