"ევროპული საქართველოს" ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მმართველი პარტია COVID-19-ის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა.
გიგა ბოკერიას თქმით, მაშინ როცა მოსალოდნელი იყო მეორე ტალღა, მმართველი პარტია, სახელმწიფო, მეტად მომზადებული უნდა დახვედროდა ინფექციის გავრცელებას და ელემენტარულად COVID საწოლებისა და რესპირატორების მოძიება, მობილიზება, პირველი ტალღის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო.
"უმძიმესი დარტყმა მიაყენეს გაჭირვებულებს, საშუალო კლასს, მთელ ქვეყანას, ეკონომიკას, ჩვენ ოჯახებს, სხვადასხვა დოზით. ეს დრო იმისთვის მაინც უნდა გამოეყენებინათ, რომ როცა გახსნი ეკონომიკას, მზად იყო ამ ვითარებისთვის.
სულ ჩაკეტილი შეუძლებელია ყოფნა. ახლა ირკვევა, რომ ელემენტარული საკითხები, მაგალითად COVID საწოლებზე არ მომზადებულან, აბა რას აკეთებენ, რისთვის ჩაკეტეს ეკონომიკა, თუ არა მომზადებისთვის შემდეგი ტალღა როცა მოვიდოდა. გახარია ახლა ავალებს ხალხს, რომ 3 000 COVID საწოლი სასწრაფოდ უნდა იყოსო, რესპირატორები არა აქვთ.
როცა ციფრები იზრდება, ეს არის მაგალითი იმისა, რომ თვითტკბობის, თვითქების ან ქედმაღლობის უტიფარი გამოყენების პოლიტიკური ამოცანებისთვის ამ გამოწვევის მაგალითია ივანიშვილის მთავრობა. ციფრებით მანიპულირებენ, დაუწევენ ტესტებს თითქოს რაღაც პროგრესია. თუ რამე კარგად გამოიყურება რაღაც მომენტში ეს არის მათი დამსახურება და მადლობა უნდა უხადოს ხალხმა. თუ რამე სხვა პრობლემააა ეს არის სხვების, ხალხის ან ოპონენტების ბრალი.ეს არის მათი სურათი და ეხლა ისევ არალეგალური, შეჩევითი, გაუაზრებელი შეზღუდვები , რომელიც ვირუსს ვერაფერს ვერ უზამს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.