27 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს. მათ შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 

სამშობიარო სახლის დირექტორის ინფორმაციით, მათ საერთო პროტოკოლის გათვალისწინებით უტარდებათ ყველა სამედიცინო პროცედურა საჭიროებიდან გამომდინარე. მალევე მოხდა სამშობიარო სახლის მედპერსონალთა გადამზადება და დაწესებულება უკვე მზად არის COVID-19-ით ინფიცირებული მხოლოდ ორსული პაციენტები მიიღოს.

"7 ორსული გვიწევს ამჟამად. გუშინ შემოვიდა 5, ერთი ღამით შემოვიდა, ერთი დღეს. მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და კარგი, შეიძლება ითქვას. სიმპტომი არ აქვს არც ერთს - მხოლოდ მსუბუქი ხველა აქვს ერთს,"  - აცხადებს ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა.

ვირუსის შიდა გავრცელების გამო ზღვისპირა რეგიონში ახალი რეგულაციების ამოქმედება გახდა საჭირო. სასწავლო პროცესის საკლასო დასწრებით აღდგენა გადაიდო მაღალმთიან აჭარაშიც.

ხულოში, შუახევსა და ქედაში სწავლა ხვალიდან დისტანციურად დაიწყება.

რეგიონში ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება.

დღის ამბები