კარანტინის ნაცვლად PCR ტესტი - იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, დღეიდან ქვეყანაში შემოსასვლელად PCR ტესტის წარდგენა მოუწევთ.
საუბარია საფრანგეთის, გერმანიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მომავალ მგზავრებზე - მათ საზღვარზე ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტი უნდა წარმოადგინონ.