10 სექტემბერი 2026,   12:57
ვრცლად
COVID-19-ის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში

კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ჯანდაცვის დე ფაქტო უწყების ცნობით, ტესტირება 90 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში "კოვიდ-19-ის" დიაგნოზით 62 პაციენტია მოთავსებული, მათგან 8 მძიმე მდგომარეობაშია.

კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე 674 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 186 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

დღის ამბები