13 სექტემბერი 2026,   11:52
ვრცლად
თურქეთში საკუთარი ქმრის მიერ მოკლული თამთა ჯანჯღავას ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

თურქეთში სავარაუდოდ, საკუთარი ქმრის მიერ მოკლული თამთა ჯანჯღავას ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს.

ახალგაზრდა ქალი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში, საკუთარ სახლშია დასვენებული. გარდაცვლილის ახლობლები დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

თამთა ჯანჯღავა, თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, საკუთარმა ქმარმა დანით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცხედარი სტამბოლში ბინაში, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, მომხდარიდან ორ დღეში იპოვეს.

დღის ამბები