"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სერვისცენტრის ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს ვირუსი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩნდათ და ამ დროისთვის კლინიკაში გადიან მკურნალობას. მათივე თქმით, ყველა თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა PCR ტესტირება და პასუხები უარყოფითია.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ოფისი ამ დროისთვის გადასულია დისტანციურ მართვაზე. ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სავარაუდოდ, დაინფიცირების წყარო ამ შემთხვევაშიც 32-ე საჯარო სკოლაა.