19 სექტემბერი 2020,   11:13
ვრცლად
"ღირსეული პარტნიორი 2020-ის ფარგლებში ქართველმა და ბრიტანელმა სამხედროებმა კომბინირებული ოპერაცია ჩაატარეს

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ოპერაცია - ობიექტის დაპყრობა და წმენდა გაიმართა.

სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ოცეული და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გურქების ლოჯისტიკური პოლკის ასეული მონაწილეობდა.

სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული სამედიცინო საევაკუაციო ვერტმფრენი "შავი ქორი". 

ობიექტზე, რომელიც მოწინააღმდეგის მხარეს ჰქონდა დაკავებული, ქართულ-ბრიტანული კომბინირებული ქვედანაყოფის მიერ გარღვევა განხორციელდა.

ობიექტის დაპყრობისა და წმენდის ოპერაციის შესრულებისას ერთი სამხედრო დაიჭრა.

მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება დაუყონებლივ აღმოუჩინეს და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიზნით ამერიკული "შავი ქორით" საველე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

დღის ამბები