ფოთში კოვიდინფექციის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შუახნის ქალს ინფექცია დილით, PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგების მიერ მოძიებული ქალის კონტაქტებიდან 2 პირს ასევე ე.წ. სწრაფი ტესტით კოვიდ ინფექცია დაუდგინდა, დეტალური კვლევისათვის მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაგზავნილი და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, ინფიცირებული ქალი ბათუმის კლასტერთან არის დაკავშირებული და ის მკურნალობის კურსს სენაკის "სენამედის" კლინიკაში გადის.