"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას 9 პუნქტიან რეკომენდაციას სთავაზობს. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატიბის კანდიდატი ბათუმში, ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ ვითარება საგანგაშოა და აუცილებელია ეფექტური ნაბიჯების გადადგმა.
კალოიანი მოითხოვს გასაჯაროვდეს ლაბორატორიების ხარისხის შესახებ ინფორმაცია, რადგან რადგან საზოგადოება მონაცემთა სიზუსტეში დარწმუნდეს.
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი ასევე ითხოვს 112 და პირველადი ჯანდაცვის სისტემა იყოს უფრო გამართული, შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყონ სოციალურად დაუცველთა პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით მომარაგება.
განსაკუთრებული მონიტორინგი დაწესდეს რისკჯგუფებთან,კერძოდ ხანდაზმულთა თავშესაფრებზე.
"ევროპული საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას დეტალურად გასაჯაროვდეს სახელმწიფოს მიერ პანდემიისთვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია.