19 მაისი 2024,   02:08
ვრცლად
ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მათ ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გადაჰყავდათ, რა დროსაც დენმა დაარტყათ.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები რკინიგზის თანამშრომლები არიან, რომლებიც თავიანთ ქსელში მავთულებს ჭიმავდნენ

ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული და საფრთხე მათაც ემუქრებათ.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე  ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები