პარლამენტის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკაში და მოძიებულია მისი ყველა კონტაქტი. ის თანამშრომლები, რომელთანაც ინფიცირებულს შეხება ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების 70% დისტანციურად მუშაობდა.
ადგილზე უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.