23 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
ყვარელში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

ყვარელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. დღეიდან  გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.

ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მერ როსტომ სესიაშვილთან ერთად მოინახულა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული  და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა  უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 27 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

 

დღის ამბები