26 ოქტომბერი 2020,   15:07
ვრცლად
იმ პირის სახლში, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები გადასცა ამ დრომდე ჩხრეკა მიმდინარეობს

იმ პირის სახლში, რომელმაც მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოები გადასცა ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

მოქალაქე დავით ფურცხვანიძე ამბობს, რომ ანალიტიკური სააგენტოს ხელმძღვანელია, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებით არის დაკავებული.

დავით ფურცხვანიძის განცხადებით, მასალა მას პირადად არ მოუძიებია და ფოტოები საზღვარგარეთიდან კონკრეტული წყაროსგან მიიღო.  

ჩხრეკის პროცესს თავად ფურცხვანიძეც ესწრება, რომელიც დღეს იმ ფოტომასალის გამავრცელებელ წყაროდ დასახელდა, რომელზეც მიხეილ რამიშვილმა ამტკიცებდა, რომ ის სატელიტით გადაღებული სურათი იყო და მასზე თეთრი წყაროს ტყეში, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ იძებნებოდა. 

"კურიერი" მოქალაქე დავით ფურცხვანიძეს ტელეფონით ესაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ფოტოების პირველწყარო არც თვითონაა, და სურათები იმ ადამიანებმა მიაწოდეს, ვისაც გადაღებულ კადრებზე ხელი მიუწვდებოდა. 

პროკურატურამ გამოძიება თავდაპირველად ფოტოს წარმომავლობის მიზნით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ ეს იყო დამონტაჟებული ფოტო, გამოძიება ინტერესდება, ვის სურდა საზოგადოება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შეცდომაში შეეყვანა. 

დღის ამბები