"ევექსის" შუახევის კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულის თანამშრომლებს PCR ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. კლინიკაში ჩატარდა დეზინფექციაც.
კორონავირუსი "ევექსის" თანამშრომელს გეგმური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულება ამჟამად მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს. ეპიდემიოლოგები კი ინფიცირებულის კონტაქტების მოძიებას განაგრძობენ.