იმერეთში COVID-19-ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა ნაწილი კვლავ ე.წ. პედაგოგების კლასტერს წარმოადგენს, ნაწილი კი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ოქროს ბირჟის თანამშრომლებია.
ამ დროისთვის კოვიდ კლინიკებში 16 მოვაჭრე მკურნალობს. სავაჭრო ცენტრის 64 თანამშრომელი კარანტნშია გადაყვანილი. ქუთაისის ლაბორატორიაში 1658 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
იმერეთში, ამ დროისთვის, 120 მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ჯამში კი კლინიკებში სხვადასხვა რეგიონებიდან შემოყვანილი 254 პაციენტი მკურნალობს.