10 სექტემბერი 2026,   12:50
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირი რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა. მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

დღის ამბები