17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
გიგი უგულავა განმუხურში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავა, განმუხურში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გიგი უგულავას თქმით, რეგიონში არის მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარება, ხოლო ამ ადამიანების ერთადერთ იმედად დარჩენილი ანაკლიის პორტის პროექტი ისევ შეჩერებულია. 

"ბატონმა ივანიშვილმა რუსების დავალებით გააჩერა პორტის მშენებლობა. პორტი, რომელსაც უნდა დაესაქმებინა არა მარტო ზუგდიდელები, არამედ მთელი სამეგრელო. ჩვენ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ როგორც კი ივანიშვილს მოვიშორებთ, ავაშენებთ ამ პორტს და ეს პორტი იქნება სიმბოლო, აფხაზეთის საქართველოში დაბრუნების, ჩვენი განვითარების და უამრავი სამუშაო ადგილის და ახალი პერსპექტივების გაჩენის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები