ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების გზავნილი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს ეხება - პარტნიორები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ცვლილებების შეტანამდე კანონპროექტი ვენეციის კომისიას გააცნონ.
თანამომხსენებლების განცხადება საპარლამენტო ოპოზიციისთვისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის და დოკუმენტის ავტორების კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.
ისინი ამტკიცებენ, რომ პროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით მომზადდა.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დოკუმენტში შენიშვნები და სამი ფუნდამენტური რეკომენდაცია უკვე ასახულია და მზად არიან კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნონ.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს აზუსტებს. დოკუმენტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო.