საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 196-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა ჯამური მონაცემი 3502-ს შეადგენს.
ქვეყანაში არსებული covid სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და მათი საერთო რაოდენობა 1494 გახდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა.