თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ის, რომ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ერთ დონეზე რჩება, სტაბილიზაციის მაჩვენებელია.
ეზუგბაიას განმარტებით, ყველაზე "ცხელ" რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით, ერთი და იგივე ციფრებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მდგომარეობა ლოკალიზაციისკენ მიდის.
"ერთ დონეზე რომ რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, ეს არ არის ცუდი. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი და იმედია, რომ ყველაზე "ცხელ" რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით, ერთი და იგივე ციფრებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. იმედია, მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენი "ცხელი" წერტილები თქვენ ხედავთ, რომ არ არის ძალიან დიდი რაოდენობით და მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციასაც ალბათ ეყოფა ხანმოკლე პერიოდი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.