19 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
"ევროპული საქართველოდან" ბათუმის მაჟორიტარი არმაზ ახვლედიანი იქნება

საპარლამენტო მანდატისთვის "ევროპული საქართველოდან" ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში არმაზ ახვლედიანი იბრძოლებს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს წარუდგინა.

"ის არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი ქართულ რეალობაში, ის არის ადამიანი, რომელიც არის უაღრესად განათლებული, თავისი ქალაქის, ბათუმის და თავისი ქვეყნის, საქართველოს ნამდვილი, გულმხურვალე პატრიოტი. ადამიანი, რომელმაც იცის რა სჭირდება ხალხს და რა უნდა გააკეთოს ხალხისთვის,"- განაცხადა ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები