26 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
რუსთავში ყოფილი სახანძრო დანიშნულების ისტორიული შენობა ახალგაზრდა მუსიკოსებს დაეთმობათ

რუსთავში ყოფილი სახანძრო დანიშნულების ისტორიული შენობა ახალ ფუნქციას იძენს - რესტავრირების შემდეგ მასში განთავსდება მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები, რომლებიც დაეთმობა ახალგაზრდა მუსიკოსებს და ხელს შეუწყობს მათ შემოქმედებით განვითარებას.

შენობაში ასევე განთავსდება რესტორნები, კაფეები და კონცეპტუალური მაღაზიები.

პროექტის მიზანია, შენობა იქცეს რუსთავის კულტურულ ჰაბად, რომელშიც თავს მოიყრიან როგორც ადგილობრივი, ისე თბილისიდან და ახლომდებარე ტერიტორიებიდან ჩამოსული ხელოვანები.

პროექტი აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება. 

ამასთან ერთად, რუსთავში ოპერირებას იწყებს scroll-ის ელექტრო სკუტერები, რომლებიც საქართველოში 2020 წელს აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით ამოქმედდა.

 

 

დღის ამბები